საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ქობულეთის "შუქურა" და წყალტუბოს "სამგურალი" საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ჩაატარებენ.
წყალტუბოელები ზესტაფონში საწყისი რამდენიმე ტურის შეხვედრას გამართავენ, ხოლო ქობულეთელები ზესტაფონში ბინას, მინიმუმ, ზაფხულამდე დაიდებენ.
დღესდღეობით ორივე ამ კლუბის საშინაო სტადიონზე საფარის მოწესრიგებასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს...