Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.01.2021

 

 

 

 

 

 

 

 

სფფ-ს აღმასკომზე ახალი სეზონის შესახებ იმსჯელეს

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 25 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა სხვდასხვა საკითხის შესახებ ონლაინ-რეჟიმში იმსჯელეს...

 

​აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელეს. ძირითადი ცვლილება ეროვნულ ლიგა 3-ს და ეროვნულ ლიგა 4-ს შეეხო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ახალი სეზონიდან ლიგა 3-ში 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი - 20.

 

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდების ინიციატივის გათვალისწინებით აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის სეზონში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა მატჩის ოქმში ფეხბურთელების რაოდენობა და ის კვლავ 20 მოთამაშეს შეადგენს...

 

​ 2021 წლის სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-სა და ლიგა 4-ში ჩემპიონატის ჩატარების ფორმულის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს...

 

 

მომზადებულია gff.ge-ს პუბლიკაციის მიხედვით...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021