Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.12.2020

 

 

 

 

 

 

 

 

2020 წლის სეზონი ციფრებში

 

 

 

 

 

საქართველოს XXXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ტრადიციისამებრ, სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი ინტერნეტ-გვერდი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება...

 

სულ, კორონავირუსის პანდემიის გამო შემოკლებული ფორმატით ჩატარებულ 2020 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” 15 მატჩი ჩაატარა - აქედან 14 ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრ ჯგუფად" წოდებულ ორწრიან ტურნირში და 1 თასის გათამაშებაში. 15 მატჩიდან გამართულ პირველ 7 შეხვედრაში გუნდს მალხაზ ღონღაძემ უთავკაცა, დასკვნით 8-ში კი ლევან ჯოხაძე ხელმძღვანელობდა...

 

თასის გათამაშებასა და ჩემპიონატში ჩატარებული 15 შეხვედრიდან 4 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 5 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 6-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 23-21.

 

რაც შეეხება 2020 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების რაოდენობით საუკეთესო შედეგს, ის გამოცდილ დავით ჩხიკვაძეს, გუნდის კაპიტან ნოდარ გაჩეჩილაძეს და მცველ შოთა ვარდოსანიძეს საზიაროდ ეკუთვნით - სამივე მათგანმა მონაწილეობა 15-15 მატჩში მიიღო.

 

14-ჯერ მოირგო "ზესტაფონის" მაისური გოლკიპერმა ბაჩო მიქავამ; ნახევარმცველი კობა გოგობერიშვილი და მცველი ავთანდილ სირაძე მოედანზე 13-13-ჯერ გავიდნენ, 12-12 მატჩი კი მცველის დავით მოსიძისა და გუნდის დამსახურებული ვეტერანის ჯაბა დვალის ანგარიშზეა ...

 

სულ, მსოფლიოს მასშტაბით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით შემოკლებული სეზონის 15 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 23 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 23 გოლი ზემოიმერული გუნდის 9 ფეხბურთელის ანგარიშზეა...

 

იმერული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი (ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში გატანილი გოლების ჩათვლით) 7 გოლით უბერებელი ფორვარდი ჯაბა დვალი გახდა, 4-ჯერ დაამწუხრა იმერელთა მეტოქეები ლაშა ოზბეთელაშილმა, 3 გოლი ლაშა ნანობაშვილმა გაიტანა, 2-2 შედეგიანი შეხებით კი თავი კობა გოგობერიშვილმა, ბაჩო ბერაძემ და ვეტერანმა დავით ჩხიკვაძემ გამოიჩინეს...

 

 

 
2020 წლის სეზონში ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები

ფეხბურთელი

თამაში

გოლ.

ყვით.

წით.

დავით ჩხიკვაძე

15

2
2

-

ნოდარ გაჩეჩილაძე

15

1
3

-

შოთა ვარდოსანიძე

15

-

2

-

ბაჩო მიქავა

14

- 21

4

-

ავთანდილ სირაძე

13

-

3

-

კობა გოგობერიშვილი

13

2

2

-

ჯაბა დვალი

12

7

2

-

დავით მოსიძე

12

1

2

-

ირაკლი ზარნაძე

11

-

3

-

გიორგი სამხარაძე

10

-

2

-

ლაშა ნანობაშვილი

10

3

1

-

ლაშა ოზბეთელაშვილი

9

4

2

-

 

ფეხბურთელი

თამაში

გოლ.

ყვით.

წით.

ბექა ხუხუა

9

-
2

1

ბაჩუკი ბერაძე

8

2
-

-

ნიკა ხარაიშვილი

6

1

1

-

მიხეილ ქუთათელაძე

6

-

1

-

გიორგი ხარშილაძე

6

-

1

-

გიორგი ჭანკოტაძე

5

-

-

-

ვანო გულხადარაშვილი

3

-

-

-

ბექა ზაქრაძე

3

-

-

-

მიშა სხილაძე

2

-

-

-

ალექსანდრე გიორგაძე

1

- 2

-

-

ნიკოლოზ ჯანიაშვილი

1

-

-

-

.

.

.

.

.

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი"- 2020 (ფოტო გადაღებულია სეზონის დაწყების წინ)
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   

FC ZESTAFONI © 2005-2020