23.11.2020
”ზესტაფონმა” მოამაგე დაკარგა
დრო მიდის, დროს ვერაფერი აჩერებს და სამწუხაროდ, წუთისოფელს საკუთარ ქვეყანასა და საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები ემშვიდობებიან. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბატონი კორნელი კოკაია დაკარგა, ადამიანი, რომელიც მართლაც რომ უპირველესი მოამაგეთაგანი იყო ჩვენი კლუბისა და ქალაქის...
ბატონ კორნელის უსაზღვროდ უყვარდა მისივე უშუალო მონაწილეობით შექმნილი და დიდი ღვაწლით დაფრთიანებული ”ზესტაფონი”...
რომ არა ბატონი კორნელი კოკაია, ”ზესტაფონი” ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული, ჩვენს კლუბს არც ამდენი გულშემატკივარი ეყოლებოდა...
დაგვაკლდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა...
სამწუხაროდ, ჩვენგან ასეთი ადამიანები მიდიან ...
|