Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.11.2020

 

 

 

 

 

 

 

 

საშინაო ფრე ქედის "ბეთლემთან"

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ის ტურნირის "თეთრი" ჯგუფის მეორე წრის სასტარტო, რიგით მერვე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ქედის "ბეთლემს" უმასპინძლა.

 

საქართველოში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება დღევანდელი შეხვედრის უჩვეულოდ ადრე, დღის 12:00 საათზე დაწყების შესახებ...

 

გუნდებმა მატჩი ფრთხილად, ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს. ბოლო ტურში სენაკის "ეგრისთან" გამართულ მატჩთან შედარებით, ზესტაფონელები ოდნავ მძიმედ გამოიყურებოდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა და 29-ე წუთზე ქედელთა ფორვარდმა

ზურაბ ბერიძემ, ისარგებლა რა მასპინძელთა დაცვის ხაზის არადამაჯერებელი თამაშით, წინ სტუმართა გუნდი გაიყვანა.

 

გაშვებული გოლის შემდეგ იმერლები გააქტირუდნენ და 37-ე წუთზე, მას შემდეგ რაც "ბეთლემის" ერთ-ერთმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, ქედელთა კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი. დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აიღო, თუმცა მეკარე ლევან კონცელიძემ პენალტის მოგერიება მოახერხა. და მაინც, ეს ეპიზოდი იმერელთათვის სასიკეთოდ დასრულდა - დამატებაზე ყველას მასპინძელთა მცველმა დავით ჩხიკვაძემ დაასწრო და ბურთი აჭარელთა კარში შეაგორა.

 

მეორე ტაიმში მოედანზე გაშმაგებული ბრძოლა გაჩაღდა. ოპონენტთა კარის აღების შესაძლებლობები ორივე გუნდს მიეცა, თუმცა ორივე გოლკიპერი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. თითო ეპიზოდში კი მეკარეებს მშველელად საკუთარი კარის ხარიხა მოევლინა. ფრე 1-1.

 

11.11.2020. ”ზესტაფონი” - ”ბეთლემი” (ქედა) 1-1

"ზესტაფონი": მიქავა, სირაძე (ხარაიშვილი, 62), ხუხუა (ვარდოსანიძე, 75), მოსიძე, გაჩეჩილაძე, ჩხიკვაძე, ზარნაძე, სამხარაძე, გოგობერიშვილი, ნანობაშვილი, ოზბეთელაშვილი (ბერაძე, 81).

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 19 ნოემბერს გამართავს - საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის "მერანის" მეორე გუნდს ესტუმრებიან. თბილისელებთან მატჩი თბილისში, "სპაერის" სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020