Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.11.2020

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული გუნდი თბილისის ზღვის ბაზაზე

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩებისათვის მზადებას შეუდგა - 12 ნოემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო-2021-ს საპლეიოფო ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს, ხოლო 15 და 18 ნოემბერს უეფას ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების დასკვნით ორ მატჩში შესაბამისად სომხეთსა და ესტონეთს თბილისში უმასპინძლებს.

 

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბელარუსთან, სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნოემბრის თვეში გასამართი შეხვედრებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 9 ნოემბერს დაიწყო. უახლოესი სამი ოფიციალური თამაშის ჩასატარებლად სლოვაკმა სპეციალისტმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა...

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საპლეიოფო ფინალსა და ერთა ლიგა-2020-ის ტურნირის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გასამართი გადამწყვეტი მატჩებისთვის, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სასიამოვნო ტრადიციის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება.

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დღრევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020