Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.11.2020

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ზღვის აკადემია ჭაბუკთა მიღებას აცხადებს

 

 

 

 

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებას შეუდგა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემია. ჩვენი კლუბის მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის თაობაზე.

 

უნდა აღინიშნოს, რომ იმერელთა დედაქალაქურ აკადემიაში სავარჯიშო პროცესი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს, სწორედ იმ მინდვრებზე, სადაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი მატჩებისათვის სისტემატურად ემზადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.

 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა თბილისური აკადემიის წარმომადგენელი 5 კრებული უკვე აქტიურად ჩაერთო საფეხბურთო ცხოვრებაში - 2003-04, 2004-05, 2006-07, 2008-09 და 2012-13 წლებში დაბადებულთა გუნდები მიმდინარე სეზონში თბილისურ "ელიტ-ლიგაში" ასპარეზობენ...

 

ჩვენი აკადემიის მინდვრებზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გუნდების სავარჯიშო პროცესის წარმართვის გარდა, ყველა დაინტერესებული პირისათვის ჩატარდება ნორჩ ფეხბურთელთა (მათ შორის, მეკარეთა) ინდივიდუალური მომზადების კურსები, რომლებსაც აკადემიის წარმომადგენელი გამოცდილი სპეციალისტები უხელმძღვანელებენ.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემია 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას აცხადებს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: (032)-298-70-02.

 

ფოტომასალა მოწოდებულია ლუკა ჯაბანაშვილის მიერ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020