Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.10.2020

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონს" ლევან ჯოხაძე გაწვრთნის

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა - მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილში ზემოიმერულ გუნდს 34 წლის სპეციალისტი ლევან ჯოხაძე უხელმძღვანელებს.

 

უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლევან ჯოხაძემ არაერთ ქართულ კლუბში მოასწრო საკუთარი კვალის დატოვება: თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" აკადემიისა და "დინამო-2"-ს შემდეგ, სპეციალისტმა ცხინვალის "ლიახვში", "თელავში", "სამტრედიასა" და ტყიბულის "მეშახტეში" როგორც ასისტენტის, ასევე მთავარი მწვრთნელის პოზიციებზე იმუშავა.

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სადღეისოდ ლევან ჯოხაძე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიას ფლობს და მიმდინარე წლის სექტემბერში მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის, Pro-ლიცენზიის სხვა მაძიებლებთან ერთად, შესაბამის სასწავლო კურსში უნდა ჩართულიყო. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო კურსი მომავალი წლისთვის იქნა გადადებული...

 

29 ოქტომბერს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა "ზესტაფონს" ბაღდათის "საირმესთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში უთავკაცა. მარგველთა მთავარი მწვრთნელის რანგში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩასარებელ სადებიუტო შეხვედრას კი ლევან ჯოხაძე 5 ნოემბერს გამართავს - ამ დღეს იმერლები სენაკის "ეგრისს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ....

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020