29.09.2020
"ზესტაფონის" მფლობელმა მყინვარწვერი დალაშქრა!
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ, მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის საქვეყნოდ ცნობილი მთასვლელი ბიძინა გუჯაბიძე გახლდათ, კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი, საქართველო-რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ყაზბეგი დალაშქრა!
მწვერვალი ყაზბეგი (ქართულ ტრადიციაში ასევე მყინვარწვერად ცნობილი) გახლავთ ვულკანური წარმოშობის მწვერვალი, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე მდებარეობს. სამეცნიერო წრეებში არსებული ბოლო მონაცემებით, ყაზბეგის სიმაღლე 5054 მეტრი გახლავთ...
მყინვარწვერის მწვერვალს ბატონმა ილია კოკაიამ პირველად შარშან აგვისტოში, ასევე მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, შეუტია. რაც შეეხება წლევანდელ ლაშქრობას, ის მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს ტრიუმფალურად დასრულდა - 12:03 საათზე ალპინისტთა ჯგუფმა მწვერვალს მიაღწია!
აქვე ამ ძალიან საინტერესო ამბის ამსახველ ფოტომასალას სიამოვნებით გთავაზობთ...
|