Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.09.2020

 

 

 

 

 

 

 

 

იმერლები ქულებს ისევ კარგავენ

 

 

 

 

 

2020 წლის 24 სექტემბერს "ზესტაფონმა" საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი გამართა - თბილისის ოლიმპიური კომპლექსის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ ლიგა-4-ის "თეთრი" ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში იმერული გუნდი მარნეულის "ალგეთს" დაუპირისპირდა.

 

მატჩის პირველივე წუთებიდან სტუმართა სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა - ზესტაფონელებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და უკვე 17-ე წუთზე, მოედნის ცენტრიდან ნოდარ გაჩეჩილაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ მასპინძელთა გოლიპერთან პირისპირ გასულმა ლაშა ნანობაშვილმა თავის გუნდი დააწინაურა. შეხვედრის პირველი ნახევარი იმერელთა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ზესტაფონელთა ანგარიშში უპირატესობა უფრო უნდა გაზრდილიყო, თუმცა ლაშა ოზბეთელაშვილმა ახლო მანძილიდან ბურთი მეტოქის დაუცველ კარს ააცილა. ამის შემდეგ კი ზედიზედ ორ ეპიზოდში უხეში შეცდომები დაუშვეს სტუმართა მცველებმა და წინ უკვე ქვემოქართლელები გავიდნენ - 59-ე წუთზე გიორგი პირველმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 71-ეზე მიხეილ მიქელაძემ წინ "ალგეთი" გაიყვანა...

 

სტუმართა სამწვრთნელო შტაბმა ცვლილებებს მიმართა, ზესტაფონელებმა მასპინძელთა კართან რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა ყოველივე ამან შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე შეტევაში გართულ სტუმრებს მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიში გამოეპარათ და ლაშა ბარამიძემ ზესტაფონელთა კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად ანგარიშით 3-1 გააფორმა...

 

30 სექტემბერს "ზესტაფონი" კიდევ ერთ გასვლით მატჩს გამართავს - ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის მეექვსე ტურის შეხვედრაში იმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" ესტუმრებიან. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება...

 

24.09.2020. ”ალგეთი” (მარნეული) - ”ზესტაფონი” 3-1
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020