Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.09.2020

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის" ლიგის პირველი საშინაო მატჩი გამართა. ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზე მარგველებმა მარტვილის "მერანის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

ჩემპიონატის პირველი ორი ტურის შემდეგ მეტოქეები დღევანდელ შეხვედრას მკვეთრად განსხვავებულ ხასიათზე შეხვდნენ - თუკი მარტვილელებმა ორივე სასტარტო შეხვედრა დიდი ანგარიშით დათმეს, მასპინძლებმა ზუგდიდსა და წყალტუბოში გამართულ საკმაოდ რთულ დაპირისპირებებში 4 ქულის აღება მოახერხეს...

 

აქედან გამომდინარე, დღევანდელი დაპირისპირების დაწყებამდე ფავორიტად სწორედ ზემოიმერლები ითვლებოდნენ და მარტვილელებთან თამაშის მსვლელობამ თავიდან ბოლომდე გაამართლა წინასწარი ვარაუდები - მატჩი ზესტაფონელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რაც სატურნირო ცხრილზე მათ მიერ მოპოვებული მორიგი სამი ქულით აისახა.

 

უნდა ითქვას, რომ მატჩი მოულოდნელად, მარტვილელთა მიერ დებიუტშივე გატანილი სწრაფი გოლით დაიწყო. თუმცა, ზესტაფონელები მალევე დამშვიდდნენ და პირველი ტაიმის ბოლომდე ორჯერ მოახერხეს სტუმართა კარის აღება - მე-7 წუთზე ანგარიში ლუკა ჭელიძემ გაათანაბრა, ხოლო მე-19-ზე ნიკოლოზ მღარიშვილმა წინ უკვე თავის გუნდი გაიყვანა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში ზემოიმერლები სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ, რაც საბოლოოდ "მერანის" კარში გატანილ კიდევ 3 გოლში აისახა - 41-ე წუთზე სანდრო კვანტიძემ გაიტანა, ხოლო 54-ე და 75-ე წუთებზე დუბლით თავი ერეკლე მაღლაკელიძემ გამოიჩინა. ნორჩ ზესტაფონელთა მორიგი გამარჯვება, ამჯერად დიდი ანგარიშით 5-1.

 

 

10.09.2020. U-15. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (მარტვილი) 5-1

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ფუტკარაძე, გუნიავა, ვ. კაპანაძე, ტ. ცხადაძე, ს. კვანტიძე (კახნიაშვილი, 77), ჭელიძე (მ. ცხადაძე, 76), აბრამიშვილი (რ. კვანტიძე, 77), მაღლაკელიძე (ნ. ცხადაძე, 77), მღარიშვილი (ჭულუხაძე, 37), ქურცაძე.

 

შემდეგ მატჩს ზემოიმერლები 13 სექტემბერს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 გუნდი საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" თხუთმეტწლამდელებს უმასპინძლებს...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020