Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.08.2020

 

 

 

 

 

 

 

 

ფედერაციაში მწვრთნელთა Refresh-კურსი გაიმართა

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების "B" და "A" ლიცენზიების მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh-კურსი გაიმართა.

 

11-12 აგვისტოს დავით პეტრიაშვილი არენამ "B" ლიცენზიის მფლობელ მწვრთნელებს უმასპინძლა, 13-14 აგვისტოს კი, საგანმანათლებლო პროგრამაში "A" ლიცენზიის მფლობელები ჩაერთნენ. კურსის მონაწილე მწვრთნელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

საბოლოო ჯამში Refresh-კურსი 57 "B" ლიცენზიის და 29 "A" ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა გაიარა. მათ კუთვნილი ლიცენზია 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგძლივდათ.

 

უეფას მწვრთნელთა განათლების "B" და "A" ლიცენზიების Refresh კურსები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადაფინანსებით გაიმართა.

 

კოლეგებთან ერთად, Refresh-კურსი "ზესტაფონის" დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემაც გაიარა...


მომზადებულია gff.ge-ს პუბლიკაციის მიხედვით...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020