13.08.2020
ოფიციალური 21 და გუნდური ფოტო
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 16 აგვისტოს აჭარის დაბა ქედაში გამართავს - არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდი ადგილობრივ "ბეთლემს" დაუპირისპირდება.
ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის "თეთრი ჯგუფის" ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მარგველთა დამრიგებლის მალხაზ ღონღაძის გადაწყვეტილებით, საჩემპიონატო განაცხადში შემდეგი 21 ფეხბურთელი გახლავთ შეყვანილი:
მეკარეები: ალექსანდრე გიორგაძე, ბაჩო მიქავა;
მცველები: დავით ჩხიკვაძე, დავით მოსიძე, ბექა ხუხუა, შოთა ვარდოსანიძე, ავთანდილ სირაძე, ვანო გულხადარაშვილი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი;
ნახევარმცველები: ნოდარ გაჩეჩილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ლაშა ნანობაშვილი, გიორგი სამხარაძე, ნიკა ხარაიშვილი, ირაკლი ზარნაძე, კობა გოგობერიშვილი;
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, ლაშა ოზბეთელაშვილი, ბექა ზაქრაძე, გიორგი ხარშილაძე, ბაჩო ბერაძე.
|
საქართველოს XXXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის იმერელთათვის სასტარტო, პირველი ტურის შეხვედრა "ბეთლემთან" 16 აგვისტოს ქედის არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება...
ვახო ლაბაძის ფოტო |