საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტისათვის მზადების დასკვნით, მეოთხე ეტაპს დღეს შეუდგა. ეროვნული ლიგა-4-ის "თეთრ" ჯგუფში მოასპარეზე იმერლები სეზონს 16 აგვისტოს ქედაში, ადგილობრივი "ბეთლემის" წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებენ.
სამდღიანი დასვენების შემდეგ, 2 აგვისტოს გუნდი ზესტაფონში მდებარე კლუბის საწვრთნელი ბაზაზე შეიკრიბა და მზადების პროცესი განაგრძო. სამწვრთნელო შტაბი ტაქტიკურ-ტექნიკური ხასიათის დავალებებს ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ვარჯიშებს ანაცვლებს...
დასკვნითი, მეოთხე მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში იგეგმება ორი ამხანაგური მატჩის გამართვა. უკვე ცნობილია ამ სპარინგ-შეხვედრებში ზესტაფონელთა ოპონენტთა ვინაობა - 4 აგვისტოს ჩვენი გუნდი თანალიგელ ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს უმასპინძლებს, ხოლო 9 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგაში მოასპარეზე ქუთაისის "მართვეს" დაუხვდება. ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება...