Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.07.2020

 

 

 

 

 

 

 

 

სპარინგ-მატჩი საჩხერის "ჩიხურასთან"

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი" ეროვნული ლიგა-4-ის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარე წლის 28 ივლისს გუნდმა ზედიზედ მეექვსე ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონელებმა Crystalbet ეროვნული ლიგის წარმომადგენელ საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლეს.

 

დასაწყისში უნდა ითქვას იმის თაობაზე, რომ დღევანდელი მატჩის მონაწილეთა დამრიგებლებმა ზესტაფონელმა მალხაზ ღონღაძემ და საჩხერელმა ვახტანგ თურმანიძემ არაერთ ექსპერიმენტს მიმართეს და თავიანთი გუნდები პირველსა და მეორე ტაიმებში განსხვავებული შემადგენლობებით ათამაშეს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე მეტოქესთან სპარინგი ზესტაფონელთა გუნდისთვის ძალიან საჭირო და საინტერესო გამოცდილების შემძენი გახლდათ...

 

მინდორზე თავიდანვე საკმაოდ გახსნილი ბურთაობა გაჩაღდა, თუმცა გამოცდილი საჩხერელები საკუთარი შანსების რეალიზების საქმეში ახალგაზრდა ზესტაფონელებზე გაცილებით უკეთ გამოიყურერბოდნენ. შედეგად, სტუმრებმა მატჩი დიდი ანგარიშით 6-2 მოიგეს. საჩხერელთა რიგებში გატანილი გოლებით გიორგი ბუხაიძემ (2), გიორგი შეყლაშვილმა (2), კახა კახაბრიშვილმა და ოთარ ჯავაშვილმა გამოიჩინეს. მასპინძელთა მხრიდან კი კობა გოგობერიშვილმა და ბაჩო ბერაძემ გაიტანეს.

 

"ზესტაფონი" (პირველი ტაიმი): მიქავა, ვარდოსანიძე, სირაძე, მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ჭანკოტაძე, ნანობაშვილი, გოგობერიშვილი, ზაქრაძე, ბერაძე. მეორე ტაიმში მოედანზე სამხარაძე, ხარაიშვილი, ხარშილაძე და ჯანიაშვილი შევიდნენ.

 

"ჩიხურა" (პირველი ტაიმი): კაპანაძე, ჩიკვაიძე, ჯაფიაშვილი, კამლაძე, ჯავაშვილი, გვაზავა, მაჩაიძე, კიკაბიძე, წიქარიძე, კახაბრიშვილი, ბუხაიძე. მეორე ტაიმში მოედანზე ქურდაძე, დეკანოიძე, ღავთაძე, ტეფნაძე, ფოცხვერია, ცარციძე, ბუღაძე, შარვაძე, კაპანაძე, შეყლაშვილი და მუჯირი გამოჩნდნენ.

 

ხვალ ზესტაფონელები სეზონისათვის მზადების მორიგ, რიგით მესამე ეტაპს დაასრულებენ და ფეხბურთელებს სამდღიანი დასვენების საშუალება მიეცემათ. საწვრთნელ პროცესს გუნდი 2 აგვისტოს დაუბრუნდება...

 

ფოტომასალა მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020