მიმდინარე წლის 25 ივლისს ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხელვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს თბილისისა და ზესტაფონის გუნდები დაუპირისპირდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. "ფეროს" ხელვნურსაფარიანი მოედანი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საკუთრებაა. რა გასაკვირია, რომ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის სათასო შეხვედრის ჩატარების უფლება ჩვენი კლუბის მენეჯმენტმა ტურნირის ორგანიზატორებს უსასყიდლოდ გადასცა.
თავად მატჩი კი საინტერესოდ, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ, სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. პარაოლიმპიური თასის გათამაშების ფინალური შეხვედრის საგზურიც დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს...