Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.07.2020

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის კენჭისყრა

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა-4-ის ჯგუფების დაკომპლექტების გარდა, გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2020 წლის გათამაშების პირველი ორი რაუნდის კენჭისყრაც გაიმართა - 1/32-ფინალურ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" დაუპირისპირდება.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2020 წლის გათამაშების საწყისი რაუნდი გასული სეზონისაგან განსხვავებული სისტემით გაიმართება - პირველ ეტაპის წილისყრის პროცესში მონაწილეობა ლიგა 4-დან თექვსმეტმა, ლიგა 3-დან და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან კი ათ-ათმა გუნდმა მიიღო. თასის გათამაშების პირველი ეტაპის მატჩების გამართვა 21-24 აგვისტოს იგეგმება...

 

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეორე ეტაპს, იქ, პირველი ეტაპის 18 გამარჯვებულთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა-1-ის ის 6 გუნდიც, რომლებსაც მიმდინარე ზაფხულში არ უწევთ ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობა. 

 

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების პირველსავე ეტაპზე (1/32-ფინალური სტადია) საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" პირველ გუნდს უმასპინძლებს. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 23 აგვისტოს გაიმართება. მეორე ეტაპზე კი ამ წყვილში გამარჯვებულს ურთიერთობების გარკვევა ზუგდიდის "ოდიში-1919"- წყალტუბოს "სამგურალის" წყვილში გამარჯვებულ გუნდთან მოუწევს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020