ეროვნული თასის ფინალი 22 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართება
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფინალი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 22 ნოემბერს, 19:00 საათზეზე გაიმართება.
ტიტულისათვის ბრძოლაში ერთმანეთს ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ და პირველლიგელი მარტვილის „მერანი“ დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მედიის საყურადღებოდ! თასის ფინალურ შეხვედრაზე მედია-აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. მატჩზე აკრედიტაციის მსურველ მედია-ორგანიზაციებს, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მიმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე media@gff.ge, სადაც აღნიშნული იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველი მედია-საშუალების დასახელება, წარმომადგენლის სახელი, გვარი და პოზიცია. აკრედიტაციის მოთხოვნა 20 ნოემბრამდე შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს ნომერზე - 599 945 975....