19-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის მონაწილენი "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 9-14 ნოემბერს ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს ცხრამეტწლამდე ნაკრებებს შორის ოთხთა საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც, ქართველ ჭაბუკებთან ერთად, მათი ფრანგი, ესპანელი და ჰოლანდიელი თანატოლები მონაწილეობენ.
ტურნირის მატჩები თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონების მოედნებზე იმართება. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მკითხველთათვის საინტერესო სიახლე კი ის გახლავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ტურნირის მიმდინარეობისას, მონაწილე გუნდები სწორედ ზესტაფონელთა თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობენ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური ოთხთა ტურინირის მონაწილე გუნდების (ჰოლანდია, ესპანეთი და საფრანგეთი) ჩვენი კლუბის ბაზაზე გამართული ვარჯიშების ამსახველ რამდენიმე ფოტოსურათს გთავაზობთ.