Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვება გორელებთან ურთულეს შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა გამართეს - ზემოიმერული კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა გორის "დილას" წარმომადგენლებს უმასპინძლეს...

 

დღევანდელ შეხვედრას მარგველთა გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა - სხვადასხვა მიზეზის გამო შიდაქართლელებთან დაპირისპირება გუნდის ერთბაშად შვიდმა წევრმა გამოტოვა. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა სპორტსმენებმა მატჩი შესაბამისი განწყობით ჩაატარეს და ბოლოს ეს დაუფასდათ კიდეც...

 

შეხვედრის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული და ამავე დროს სანახაობრივიც გამოდგა - უპირატესობას ხან ერთი მხარე ეუფლებოდა, ხანაც მეორე... ორივე გუნდს გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ტაიმი მაინც უგოლოდ დასრულდა. ამის მიზეზი დიდწილად მეკარეების ჩინებული თამაში გახლდათ - გორელმა ზაქარია არსენიძემ და ზესტაფონელმა ლუკა გოგოლაძემ ნამდვილად დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარეს...

 

მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით წარიმართა და რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანა, როგორც მასპინძლებს, ასევე სტუმრებს მართებდათ. შეხვედრის ბედი კი ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბის მიერ განხორციელებულმა ერთმა ცვლილებამ გადაწყვიტა - 72-ე წუთზე, მასპინძელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული სწრაფი იერიშისა და სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ბურთი მიუვიდა მოედანზე სულ რამდენიმე წუთით ადრე შესულ თემურ ადამიას, რომლის ზუსტი დარტყმაც მასპინძელთა გუნდისათვის გამარჯვების მომტანი გამოდგა - 1-0.

 

დღევანდელი შეხვედრა ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, კაშია, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, ტაბატაძე, ჟღენტი (ხოხიაშვილი, 73), მაცაბერიძე (ადამია, 66), ფაღავა, აბჟანდაძე, შეყილაძე, არაბიძე.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016