Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრები ისევ "ზესტაფონის" ბაზაზე

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურინირის მორიგი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს - 12 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი, რომელსაც სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი მეთაურობს, „დინამო არენაზე“ მოლდოვას ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული გუნდი, როგორც ეს უკვე არაერთგზის მომხდარა, ამ მატჩისთვისაც თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე მოემზადება...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016