Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

მარცხი "ავაზასთან" გასვლით შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

5 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - თბილისის საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი კლუბის წარმომადგენელ გუნდთან ანგარიშით 0-2 დამარცხდნენ...

 

თბილისელებთან შეხვედრა მარგველებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, გაბრიაძე, გაჩეჩილაძე, აბჟანდაძე, კაშია, სამხარაძე (ფაღავა, 10), ტაბატაძე, ჟღენტი (მაცაბერიძე, 46), ბ. ფერაძე, შეყილაძე, არაბიძე.

 

შემდეგ მატჩს ზესტაფონელი ჭაბუკები მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გამართავენ - ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეთორმეტე ტურის შეხვედრაში იმერლები გორის საფეხბურთო კლუბ "დილას" წარმომადგენელ თანატოლებს ჩვენი კლუბის ბაზაზე დაუხვდებიან.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016