ხვალ, 5 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდს საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მეთერთმეტე ტურის შეხვედრა ელით - თბილისის საფეხბურთო სკოლა "ავაზას" მოედანზე მარგველები ადგილობრივი გუნდის წარმომადგენელ ჩვიდმეტწლამდელებს ესტუმრებიან.
დღეს, კლუბის ზესტაფონის საწვრთვნელი ბაზის ერთ-ერთი მინდვრის მწვანე საფარზე, გუნდმა წინასამატჩო ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დაწყებამდე კი გუნდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მცირე ფოტოსესია ელოდათ - მარგველებმა გადაიღეს გუნდური ფოტოსურათი, რომელსაც ჩვენი ვებგვერდის მოხმარებელს სიამოვნებით გთავაზობთ...