Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.10.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკთა დასანანი მარცხი სამტრედიაში

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი კლუბის წარმომადგენელ გუნდთან ანგარიშით 1-3 დამარცხდნენ...

 

სამტრედიელებთან შეხვედრა მარგველებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, ბერაძე, გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, გაბრიაძე, ჟღენტი (მაცაბერიძე, 41), სამხარაძე, ადამია (აბჟანდაძე, 25 (ტაბატაძე, 70)), არაბიძე, შეყილაძე, ფერაძე.

 

ორი იმერული კლუბის წარმომადგენელი ჩვიდმეტწლამდელების დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა კარნახით წარიმართა - უკვე 4-ე წუთზე თავის გუნდი თორნიკე ჩაჩუამ დააწინაურა, ხოლო 12-ეზე ვაჟა შანიძემ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

 

პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მატჩის არბიტრმა აბო მონიავამ წაკინკლავებისათვის ზესტაფონელ თემურ ბერაძესა და სამტრედიელ თორნიკე ჩაჩუას მოედანი ნაადრევად დაატოვებინა. უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდს მოედანზე უცხო პირთა შემოჭრა, უმართავი პროცესების განვითარება და მატჩის რამდენიმე წუთით შეწყვეტაც კი მოჰყვა...

 

მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და 45-ე წუთზე მათ ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს - სამტრედიელთა კართან კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ყველას მარგველთა ფორვარდმა ბესო ფერაძემ აჯობა და მეკარე რეზი ლომიძეს აუღებელი დაურტყა...

 

ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმცა, ბოლოს მაინც სამტრედიელებმა იხეირეს - შეხვედრის 68-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ნიკა ქოიავას ჩაწოდების შემდეგ ბურთი ზესტაფონელთა კარის ბადეში ვასილ კაშიამ გადაგზავნა - 3-1.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016