Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.10.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის ფინალი ზესტაფონში გაიმართება

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის 2016 წლის (საშემოდგომო) გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება.

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს ზესტაფონი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ წამოწყების ფარგლებში იქნა მიღებული, რომელიც მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩების მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს, 2016 წლის 18 მაისს, არსებობის ისტორიაში პირველად, ქუთაისმა უმასპინძლა. ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების ფინალი კი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 22 ნოემბერს გაიმართება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016