Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.10.2016

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი გამარჯვება "დავით აბაშიძეზე"

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეეექვსე ტურის შეხვედრა გამართეს - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონელებმა საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენლებს უმასპინძლეს...

 

ზესტაფონის მთავარ არენაზე გამართულ მარგველთა დერბის ფეხბურთის მოყვარულები მრავლად დაესწრნენ. მასპინძლებმა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარეს და სტუმრები დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხეს.

 

საჩხერელებთან შეხვედრა ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, ბერაძე, ხუჯაძე, ტოფაძე, გაჩეჩილაძე, ტაბატაძე (აბჟანდაძე, 47), ჟღენტი (მაცაბერიძე, 41), ფერაძე (ფაღავა, 54), შეყილაძე (ტალახაძე, 57), გაბრიაძე, არაბიძე.

გოლები: შეყილაძე, 9; არაბიძე, 25; ჟღენტი, 32; გაბრიაძე, 34.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016