Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.09.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელ ჭაბუკთა მორიგი გამარჯვება

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნულ ჩემპიონტში მორიგი გამარჯვება მოიპოვა - გორის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ადგილობრივი "დილას" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდი ანგარიშით 2-1 დაამარცხეს...

 

"დილასთან" შეხვედრა მარგველებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, ბერაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, გაბრიაძე, ჟღენტი (მაცაბერიძე, 76), ფერაძე, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, არაბიძე, შეყილაძე.

 

მატჩის პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ყვირილისპირელები წინ 18-ე წუთზე გავიდნენ - გორელთა კარის ბადეში ბურთი გოგა არაბიძემ გაახვია. 38-ე წუთზე კი ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა - ამჯერად თავი ბესო ფერაძემ გამოიჩინა...

 

მეორე ნახევარში ზესტაფონელებმა აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთეს და მასპინძელ გორელებს მატჩის გადარჩენის საშუალება არ მისცეს. ერთადერთი, რაც გუშინდელ შეხვედრაში მასპინძლებმა მოახერხეს, შეხვედრის მიწურულს გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ. ზესტაფონელთა მეორე გამარჯვება მიმდინარე სეზონში - 2-1.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016