19.09.2016
"ზესტაფონის" დაბრუნება "დავით აბაშიძეზე"
თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელმა გუნდმა მშობლიურ არენაზე იასპარეზა - გუშინ ჩვენი კლუბის ჩვიდმეტწლამდელებმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში თბილისის "ავაზას" წარმომადგენელ თანატოლებს "დავით აბაშიძეზე" უმასპინძლეს...
მშობლიურ სტადიონზე მარგველთა დაბრუნებამ გულშემატკივართა მხრიდან საკმაო ინტერესი გამოიწვია - ჩვიდმეტწლამდელთა ტურნირის რიგით შეხვედრას ათასამდე ფეხბურთის მოყვარული დაესწრო. იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა იმერლები მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცდნენ, ჩვენი ქალაქის მთავარ არენაზე ადგილობრივი გუნდის დაბრუნებამ ზესტაფონელებს დიდი სიამოვნება მიანიჭა...
თბილისელებთან შეხვედრა მარგველებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, ბერაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, გაბრიაძე, ჟღენტი (მაცაბერიძე), სამხარაძე, აბჟანდაძე (ფაღავა), შეყილაძე, ფერაძე, არაბიძე (გაჩეჩილაძე).
|