Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.09.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფან-თასზე" ფინალისტები გამოვლინდნენ

 

 

 

 

 

 

15 სექტემბერს ჩვენი კლუბის ბაზის მინდვრებზე გაიმართა "Zestafan Cup-2016"-ს ნახევარფინალური სტადიის შეხვედრები. როგორც იცით, ”ზესტაფონის” ფან-კლუბის მიერ ორგანიზებულ ამ ტურნირში მონაწილეობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის რამდენიმე უბნის წარმომადგენელმა 19 გუნდმა მიიღო ...

 

დღის პირველ შეხვედრაში "ფერო" "ქალაქს" დაუპირისპირდა, ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ფეროელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი სოფელ კლდეეთის გუნდი სოფელ ქვედა საქარას ნაკრებს შეხვდა, შეხვედრა კლდეეთელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4-1 დასრულდა.

 

"ფერო" - "ქალაქი" 1-0
გოლი : დავით მესხი
.

* * *

კლდეეთი - ქვედა საქარა 4-1
გოლები : 1-0 ბაჩო ბერაძე, 2-0 ზურა აბრამიშვილი, 2-1 გაგი მერკვილაძე, 3-1,4-1 გიორგი ჩუბინიძე.

 

"Zestafan Cup-2016"-ს ფინალურ შეხვედრაში, რომელიც "ზესტაფონის" ფან-კლუბის დაარსების დღეს, 21 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს სოფელი კლდეეთი და "ფერო" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016