11.09.2016
"ზესტაფან-თასზე" მეოთხედფინალები გაიმართა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზის მინდვრებზე გრძელდება ჩვენი გუნდის გულშემატკივართა კლუბის მიერ ორგანიზებული ტურნირი "Zestafan Cup-2016", რომელშიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის რამდენიმე უბნის წარმომადგენელი 19 გუნდი ჩაერთო...
შაბათ-კვირას ტურნირზე მეოთხედფინალური სტადიის მატჩები გაიმართა - "Zestafan Cup-2016" ნახევარფინალის საგზური ქვედა საქარის, ქალაქ ზესტაფონის, კლდეეთისა და ფეროშენადნობთა ქარხნის გუნდებმა მოიპოვეს. უნდა ითქვას, რომ მატჩებმა გულშემატკივართა შორის საკმაო ინტერესი გამოწვია - "ზესტაფონის" ბაზაზე ხალხმრავლობა იყო, მატჩებს თვალს 200-250 ადამიანი ადევნებდა.
"სვირის საძმო" (I სვირი) - ქვედა საქარა 1-2
გოლები: 0-1 მერკვილაძე გაგა, 0-2 ფერაძე დავითი, 1-2 სულხან ნიქაბაძე.
* * *
"მეცამეტე რაიონი" (კვალითის დასახლება) - კლდეეთი 1-5
გოლები: 0-1 მიხეილ ცინაძე, 0-2 გიორგი ჩუბინიძე (პენ), 0-3 ბაჩო ბერიძე, 0-4 გიორგი ჩუბინიძე, 1-4 დათო ბერაძე, 1-5 გიორგი ჩუბინიძე.
* * *
"ფერო" (ზესტაფონი) - ტაბაკინი 4-1
გოლები: 1-0 გიორგი მანჯავიძე, 2-0 ნიკა ხარაიშვილი, 2-1 მიხეილ მუმლაძე (ს.კ.), 3-1 დავით მესხი, 4-1 ავთანდილ ეგუტიძე.
* * *
"ქალაქი" (ზესტაფონი) - პირველი მერცხალი (მეორე სვირი) 2-1
გოლები: 1-0 თორნიკე სადუნიშვილი, 2-0 გიორგი ქორიძე (პენ), 2-1 თორნიკე ცხადაძე (პენ).
ნახევარფინალური სტადიის მატჩებში, რომელიც მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს კლდეეთი - ქვედა საქარა და "ქალაქი" - "ფერო" დაუპირისპირდებიან.
|
ფან-კლუბი |
|
ქვედა საქარა |
|
კლდეეთი |
|
ფერო |
|
ზესტაფონი |
|