Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.09.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონტი ზედიზედ ორი მარცხით დაიწყო - თბილისის "ლოკომოტივის" გუნდთან საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე განცდილი მარცხის შემდეგ, ზესტაფონელებმა სამტრედიელებთნ დაპირისპირებაც დათმეს...

 

ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ადგილობრივი კლუბის ახალგაზრდული გუნდი "სამტრედიას" დაუპირისპირდა, ეს შეხვედრა "დავით აბაშიძეზე" უნდა გამართულიყო, თუმცა ზესტაფონში გამართული ახალგაზრდული ნაკრების მატჩის გამო ჭაბუკთა გუშინდელი დაპირისპირების გამართვის ადგილი შეიცვალა. ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემობაც, რომ აღნიშნულ გათამაშებაში 1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები თამაშობენ, ჩვენი გუნდი კი 2000 და 2001-წლიანებით არის დაკომპლექტებული...

 

სამტრედიელებთან მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლების მცირედი უპირატესობით წარიმართა, ბერაძეს მალევე შეეძლო მასპინძლების დაწინაურება, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს ოდნავ ააცილა, 25-ე წუთზე ყვირილისპირელები წინ გავიდნენ, ბესო ფერაძემ ლამაზი შორეული დარტყმით ბურთი სამტრედიელთა კარის ჩარჩოში მოათავსა.

 

ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, ფლანგურ ჩაწოდებას მიქაძე გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი კი ძირითადად ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც სტუმრებმა იხეირეს - შეხვედრის 70-ე წუთზე ნადირაძემ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 1-2 დააფიქსირა.

 

"ზესტაფონი": გოგოლაძე, შეყილაძე, სამხარაძე, არაბიძე, ტოფაძე, ხუჯაძე, აბჟანდაძე (ფაღავა), გაბრიაძე, ბერაძე, ფერაძე, ჟღენტი.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016