Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.09.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა ბაზაზე სტარტი ახალმა ტურნირმა აიღო

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის ორგანიზებით სტარტი აიღო საფეხბურთო ტურნირმა "Zestafan Cup-2016", რომელშიც მონაწილეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის რამდენიმე უბნის წარმომადგენელი 19 გუნდი იღებს.

 

დღეს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის სამი მატჩი, რომელთა 3 გამარჯვებული ტურნირის მერვედფინალური სტადიის დანარჩენ 13 გუნდს შეუერთდა. "Zestafan Cup-2016", რომელიც ოლიმპიური სისტემით იმართება, მიმდინარე წლის 16 სექტემბრამდე გაგრძელდება და გათამაშების ფინალური შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გათამაშებას დეტალურად გააშუქებს და ჩვენი მომხმარებლისათვის საინტერესო ყველა ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით...

 

ტურნირის პირველი მატჩი, რომელსაც წინ გათამაშების ოფიციალური გახსნა უძღოდა და რომელშიც ერთმანეთს პირველი სვირისა და როდინაულის გუნდები დაუპირისპირდნენ, საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე მრავლად შეკრებილმა მაყურებელმა 6 გატანილი გოლი იხილა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი სვირელებმა იმარჯვეს და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.

"სვირის საძმო" ( I სვირი) - "ძერა" (როდინაული) 3-3 (პენალტების სერია 5-3)

გოლები: 1-0, 2-0 - გიორგი ქარციძე, 3-0 - ლევან გოგბერაშვილი, 3-1 - სულხან ნიქაბაძე, 3-2 - ლაშა ზიბზიბაძე (ს.კ.), 3-3 - სულხან ნიქაბაძე.

 

"სვირის საძმო" ( I სვირი)
"ძერა" (როდინაული)

 

* * *

 

ტურნირის მეორე მატჩში ერთმანეთს ზესტაფონისა და სოფელ ცხრაწყაროს გუდები დაუპირისპირდნენ - მთელი შეხვედრის განმავლობაში "ქალაქელები" დიდ სათამაშო უპირატესობა ფლობდნენ და მეტოქის კარი ათჯერ აიღეს. ცხადია, რომ მომდევნო ეტაპის საგზურიც სწორედ მათ მოიპოვეს...

"ქალაქი" - ცხრაწყარო 10-0

1-0 - თემო ძაბირაძე, 2-0 - გიოგი ჩუბინიძე, 3-0 - თემო ძაბირაძე, 4-0 - ლევან კევლიშვილი, 5-0 - ზურაბ შერგელაშვილი, 6-0 - თაზო მჭედლიძე, 7-0 - ბექა ჩუბინიძე, 8-0 - თემო ძაბირაძე, 9-0 - თაზო მჭედლიძე, 10-0 - თაზო გაგოშიძე.

 

ცხრაწყარო
"ქალაქი"

 

* * *

 

"Zestafan Cup-2016"-ის პირველი სათამაშო დღის დასკვნით შეხვედრაში ქალაქის საფეხბურთო გუნდი "მიქსი" შორაპნელებს დაუპირისპირდა. შეხვედრა სწრაფ ტემპსა და ორმხრივ იერიშებში კი წარიმართა, თუმცა გამარჯვება შორაპნელებს დარჩათ. მატჩზე მყოფი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის შეძახილებით ფრთაშესხმულმა დაბელებმა მეტოქის კარი სამჯერ დალაშქრეს და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდნენ.

"მიქსი" - შორაპანი 0-3

გოლები: 0-1 - დათო ბლუაშვილი, 0-2 - ნოდარ წეველიძე, 0-3 - ლევან ფანცულაია

 

"მიქსი" (ზესტაფონი)
შორაპანი
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016