საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო - 5 სექტემბერს ქვეყნის უმთავრესი გუნდი თბილისის „დინამო არენაზე“ ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული გუნდი ამ მატჩისთვის ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე მოემზადება.
გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც ზესტაფონელთა ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშების მიმდინარეობაა ასახული.
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ვიდეო- და ფოტომასალა