საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. გუშინ ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჩვიდმეტწლამდელთა გუნდს რეგიონალური ლიგის წარმომადგენელი ამბროლაურის "რაჭა" დაუპირისპირდა.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საკმაოდ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ზესტაფონელმა ჭაბუკებმა რეგიონალური ლიგის წარმომადგენელ ოპონენტებს ტოლი არ დაუდეს და საბოლოოდ ფრე 1-1 დაფიქსირდა. ჩვენი გუნდიდან გატანილი გოლით თავი გოგი ხოხიაშვილმა გამოიჩინა...
ჩვენმა ბიჭებმა შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ა. ფერაძე (გოგილაძე), ბერაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, ფაღავა (წითელაშვილი), კაშია, აბჟანდაძე (სამხარაძე), ბ. ფერაძე (მაცაბერიძე), გაბრიაძე (გაჩეჩილაძე), შეყილაძე (ტალახაძე), არაბიძე (ხოხიაშვილი).
როგორც იცით, ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი სტარტს 2 სექტემბერს აიღებს - "ზესტაფონი" საგურამოს საწვრთნელ ცენტრს ეწვევა და თბილისის "ლოკომოტივის" გუნდს დაუპირისპირდება.