Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.08.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის, ილია კოკაიას წარდგენის ღონისძიება გაიმართა

 

 

 

 

 

 

2016 წლის 26 აგვისტოს ზესტაფონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ილია კოკაიამ უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო და დაპირდა, რომ თითოეული ზესტაფონელის პრობლემა გაზიარებული და მოგვარებული იქნება. „ჩვენ ერთად უნდა დავანახოთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ სასიკეთო ცვლილებები ზესტაფონიდან დაიწყება"...

 

ილია კოკაია : “მე ვერ დავპირდები ვერავის პენსიის მომატებას და გზის დაგებას, მაგრამ ვიქნები პრინციპული და შეუვალი, რათა ვაიძულო ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებას კონკრეტული პრობლემების მოგვარება... მე არ ვარ ანგარიშვალდებული არცერთი პოლიტიკური პარტიის წინაშე, სწორედ ამაშია დამოუკიდებელი კანდიდატის მომხიბვლელობაც...

 

მქონდა არაერთი შემოთავაზება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს პარტნიორებად მხოლოდ და მხოლოდ ზესტაფონელებს განვიხილავ. გარწმუნებთ, ყოველდღიურ რეჟიმში მოსვენებას არ მივცემ არავის, ვინც წაუყრუებს ზესტაფონელების ინტერესებს და მათ პრობლემებს”...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016