23.08.2016
ჩვიდმეტწლამდელები მზადებას განაგრძობენ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ. 23 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა რიგით მეორე საკონტროლო მატჩი გამართა - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე ერთმანეთს სამტრედიელი და ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები დაუპირისპირდნენ.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საკმაოდ უხვგოლიანიც გამოდგა. სამტრედიის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა და 8 გატანილი გოლი იხილა. ჩვენმა ბიჭებმა შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ა. ფერაძე. ტოფაძე (კვეტენაძე, 41), ხუჯაძე (გაჩეჩილაძე, 41), გაბრიაძე (მაცაბერიძე, 41), ბერაძე, კაშია (მალანია, 41), ბ. ფერაძე, ფაღავა (ხოხიაშვილი, 41), ტაბატაძე (წითელაშვილი, 41), არაბიძე (ტალახაძე, 41), შეყილაძე.
როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, შეხვედრა უკომპრომისო და უხვგოლიანი გამოდგა. ჩვენი გუნდიდან ორ-ორი გატანილი გოლით თავი შოთა შეყილაძემ და ბესო ფერაძემ გამოიჩინეს. საბოლოოდ კი იმერული დერბი ფრედ, ანგარიშით 4-4 დასრულდა...
ჩვიდმეტწლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი სტარტს 2 სექტემბერს აიღებს - "ზესტაფონი" საგურამოს საწვრთნელ ცენტრს ეწვევა და თბილისის "ლოკომოტივის" გუნდს დაუპირისპირდება.
|