Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.08.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიას ზესტაფონში უმასპინძლებს

 

 

 

 

 

 

 

უეფას ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ხორვატ თანატოლებთან დაგეგმილ შეხვედრას ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს.

 

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა "დავით აბაშიძეზე" ამას წინათაც ითამაშა, როცა ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინელი თანატოლები მიიღო და ფრეს, 3:3 დასჯერდა. რამდენიმე წლის წინ კი ქართველმა ახალგაზრდებმა ჩვენი ქალაქის მთავარ არენაზე ჯერ მალტელი თანატოლები დაამარცხეს ანგარიშით 2:1, შემდეგ კი თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები გაანადგურეს - 4:0.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016