როგორც იცით, 5 და 7 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ზედიზედ ორ შეხვედრას უმასპინძლებს - ჯერ საჩხერის "ჩიხურა" კიშინიოვის "ზიმბრუს" უმასპინძლებს, შემდეგ კი საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" აზერბაიჯანის წარმომადგენელ "გაბალას" დაუხვდება.
ამ საინტერესო დაპირისპირებების წინა დღეებში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიას სხვადასხვა ხასიათის, მათ შორის გაწმენდითი სამუშაოები უტარდება...
ჩვენ კი ქალაქის მთავარ არენაზე ამ დღეებში მიმდინარე სამუშაოების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...