29.06.2016
ლევან კობიაშვილი "ზესტაფონის" შესახებ
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, 28 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობა გაიმართა. ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლისთვის კი უდაოდ საინტერესო უნდა იყოს ის, რომ სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შესახებ ვრცლად ისაუბრა.
"როგორც იცით, "ზესტაფონს" გასულ სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში არ უთამაშია. ამის მიუხედავად, კლუბი აქტიურად მუშაობს საფეხბურთო მეურნეობის განვითარებაზე და ჩვენ ამას ვხედავთ...
კლუბს კარგი ინფრასტრუქტურა აქვს და ჩართულობის მხრივაც, სწორედ იმას აღვნიშნავდი, რომ ზესტაფონში გაიმართა 21-წლამდელთა ნაკრების მატჩი, უმაღლესი ლიგის მატჩებს იქ ატარებდნენ თერჯოლის "საპოვნელა" და ქუთაისის "ტორპედო", ახლა კიდევ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი ზესტაფონში იქნება.
არა მხოლოდ კლუბი, არამედ ქალაქი ზესტაფონი და მისი გულშემატკივრებიც დასაფასებელნი არიან. "ზესტაფონის" უამრავი ფეხბურთელი თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის, ეროვნულ ნაკრებშიც...
უნდა ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები "ზესტაფონის" აღდგენასთან დაკავშირებით...
იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს კლუბი დაიბრუნებს ადგილს საქართველოს ჩემპიონატში და ჩვენც მზად ვართ, მათ აქტიურად ჩართულობას შესაბამისად ვუპასუხოთ" - განაცხადა კობიაშვილი.
სფფ-ის პრეზიდენტი არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ლიგაში, ან როდიდან იასპარეზებს "ზესტაფონი"...
როგორც მოგეხსენებათ, ყრილობის მიმდინარეობისას, ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ილია კოკაია და კიდევ რამოდენიმე ინვესტორი დააჯილდოვა.
მომზადებულია www.worldsport.ge-ს პუბლიკაციის მიხედვით
|
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი
|
|