Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.06.2016

 

 

 

 

 

 

 

 

სფფ-მ ინვესტორები დააჯილდოვა

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 28 ივნისს სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXVI ყრილობა გაიმართა. ყრილობის მიმდინარეობისას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა 7 პირი, რომელთა შორის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ბატონი ილია კოკაია გახლავთ...

 

ყველა დაჯილდოვებული კერძო კლუბების მეპატრონეა: ილია კოკაია ("ზესტაფონი"), რომან ფიფია (თბილისის "დინამო"), ბესო ჩიხრაძე ("გაგრა"), გურამ რუხაძე ("ვიტ ჯორჯია"), ტარიელ ხეჩიკაშვილი ("საბურთალოს" ყოფილი პრეზიდენტი), ფრიდონ ინჯია (მარტვილის "მერანი") და ლექსო თოფურია (თბილისის "ლოკომოტივი").

ყრილობას არ ესწრებოდნენ გურამ რუხაძე, ლექსო თოფურია და ილია კოკაია. "ზესტაფონის" მფლობელის კუთვნილი ჯილდო ყრილობაზე მყოფმა ზესტაფონელთა წარმომადგენელმა ჩაიბარა, ხოლო დანარჩენებს კუთვნილ ჯილდოებს ფედერაცია გაუგზავნის.

"ჩვენ ღვაწლს არავის დავუკარგავთ. ისინი ქართულ ფეხბურთს რთულ პერიოდში შემორჩნენ და ეს სიმძიმე გადაატანინეს. შესაძლოა, ეს არ არის განსაკუთრებული პრიზები, მაგრამ ამით მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა მაინც გამოვხატეთ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016