Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.06.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია: " ბაბაჯანას ღია კარის დღე"

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 25 ივნისს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც მისი ავტორი ჟურნალისტი მერაბ მამულაშვილი საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესახებ და ამ ჩემპიონატის მონაწილეთა არცთუ შორეულ წარსულში ქართულ ფეხბურთთან შეხების წერტილებზე საუბრობს.

 

ჩვენ კი უცვლელად გთავაზობთ ამ პუბლიკაციის იმ ნაწილს, რომელშიც სტატიის ავტორი ზესტაფონის იმხანად ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ერთ ძალიან საინტერესო მატჩზე მოგვითხრობს:

 

"საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი ეტაპი იწყება. შაბათიდან მერვედფინალებია. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელებს საქართველოსთან აკავშირებთ...

 

2009 წლის 9 სექტემბერს, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ცნობილი კლუბების მოთამაშეებით დაკომპლექტებული თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები ოთარ გაბელიას გაწვრთნილმა ქართველმა თანატოლეებმა გაანადგურეს.

 

ანგარიში პირველივე წუთზე გიორგი ივანიშვილმა გახსნა. 35-ე წუთზე გიორგი ხიდეშელმა ჩვენი უპირატესობა ორამდე გაზარდა. მე-80 წუთზე ლაშა თოთაძემ ისე მძლავრად დასცხო, მეკარემ მხოლოდ ბადიდან გამოვარდნილი ბურთი დაინახა. 88-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში გიორგი გუგავამ დააფიქსირა - ქართველებმა 4:0 მოიგეს!

 

იმ დღეს, თურქეთის ნაკრების მეკარე, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 გოლი გაუტანა, ვოლქან ბაბაჯანი გახლდათ. ითამაშა სერდარ აზიზმაც, რომელიც თურქეთის ნაკრებში ხშირად გამოდიოდა, მაგრამ ევროპაზე ვერ მოხვდა"...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016