Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.06.2016

 

 

 

 

 

 

 

 

იმერლები ევროპალიგის მატჩებს ზესტაფონში გამართავენ

 

 

 

 

 

 

 

 

ახლახან დასრულებული საფეხბურთო სეზონის შედეგების მიხედვით საუკეთესო ქართული კლუბების კვარტეტი ევროტურნირებში საასპარეზოდ ემზადება. აღსანიშნავია, რომ საჩხერის "ჩიხურა" და საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ევროპალიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თავიანთ მეტოქეებს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე უმასპინძლებენ.

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უკვე შეუთანხმდა სამტრედიელებს უეფას ევროპალიგის პირველი (და საჭიროების შემთხვევაში - მეორეც) საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის "დავით აბაშიძეზე" გამართვის შესახებ. რაც შეეხება საჩხერლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, პირველი რაუნდის შეხვედრას "ჩიხურა" ნამდვილად ზესტაფონში ჩაატარებს, დანარჩენი კი შემდგომი მოლაპარაკების საგანი გახდება...

 

აქვე უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ქართული გუნდების მეტოქეთა ვინაობა მიმდინარე წლის 20 ივნისს შვეიცარიულ ნიონში გასამართი წილისყრისას გამოვლინდება. კენჭისყრის პროცედურისას თავისთავად გათვალისწინებული იქნება ის, რომ სამტრედიელები და საჩხერლები პირველი ეტაპის მატჩებს ერთსა და იმავე სტადიონზე ატარებენ...

 

ბოლოს კი მოგახსენებთ იმას, რომ ევროპალიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 2016 წლის 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016