Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.06.2016

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისური ბაზის ამბები

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლისთვის კარგადაა ცნობილი, რომ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე უკვე ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ორი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი...

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დედაქალაქურ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და ამ საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: "Hi Tech Irrigation Georgia"-ს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს წარმოადგენს და კომპანია "Lawns of Georgia"-ს, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს საქართველოში ამზადებს.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, დედაქალაქში გამართული ჯერ 19-წლამდელთა, შემდეგ კი 17-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მონაწილეები სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ. მარტსა და მაისში კი იმერელთა საფეხბურთო კომპლექსის მოედნებზე შეკრება უკვე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაიარა...

 

როგორც იცით, ამჟამად ბაზაზე შენდება მცირე ზომის ტრიბუნები და ადმინისტრაციული შენობა, სადაც გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა ოთახი და სხვა საჭირო სათავსოებიც განთავსდება... საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისურ ბაზაზე საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ემზადებოდა. როგორც იცით, თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ სამტრედიელებმა ევროპის საკლუბო ტურინირებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს და სამზადისს სწორედ ჩვენს ბაზაზე გამართული შეკრებით შეუდგნენ. იმერელთა სპორტული კომპლექსის მოედნებზე შეკრების გავლის სურვილი აზერბაიჯანულმა "გაბალამ" და რამდენიმე სხვა უცხოურმა კლუბმა გამოთქვა...

 

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ჩვენი კლუბის თბილისურ ბაზაზე სადღეისოდ არსებულ მდგომარეობასა და სამტრედიელთა ახლახანს დასრულებული შეკრების ერთ-ერთი ვარჯიშის მიმდინარეობაზე მოგვითხრობს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016