Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.05.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ბრიტანული ამინდი და იმერული მინდვრები

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული ბაზის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის გაზონების დამზადებითაა დაკავებული და ამ სფეროში წარმატებით საქმიანობს ...

 

ჩვენი ვებგვერდი უკვე მრავალგზის იუწყებოდა იმის შესახებ, რომ გასული წლის შემოდგომაზე "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის მოედნებზე ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის ჩვენი რეგიონის კლიმატურ პირობებთან მაქსიმალურად ადაპტირებული უმაღლესი ხარისხის ბალახის ორი სახეობის თესლი დათესეს...

 

დათესვის დღიდან ორივე მოედანი, ისევე როგორც ბაზაზე არსებული მესამე მინდორი, იმერელთა ბაზის პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია. ყოველივე ზემოთქმულს ამ ბოლო დღეებში იმერეთში უხვად მოსული ნალექიც დაემატა და შედეგად, სადღეისოდ, მარგვეთის ულამაზეს კუთხეში მდებარე სპორტული კომპლექსის სამივე მოედანი უკვე მზადაა სპორტსმენთა მისაღებად...

 

აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ამბავი, რომ ჩვენი კლუბის განკარგულებაში (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის გაზონისა და თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე მარგველთა ბაზაზე არსებული 2 მოედნის ჩათვლით) უკვე 6 სტანდარტული ზომის უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი მოედანი გახლავთ! აღარაფერს ვამბობთ კლუბის საკუთრებაში არსებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე და იმაზე, რომ ბუნებრივსაფარიანი მოედნების რაოდენობისა და მათი ხარისხის თვალსაზრისით მარგველებს საქართველოში ვერავინ უწევს კონკურენციას...

 

ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონში მდებარე მარგველთა სპორტული კომპლექსის სამივე მოედანზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016