Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.05.2016

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ხიდეშელი - თანადგომა "ზესტაფონს"!

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას გიორგი ხიდეშელი შეუერთდა - ჩვენი გუნდის რიგებში გატარებული მრავალი სეზონის მანძილზე ყველა ქართული ტიტულის მომგები, ეროვნული ნაკრების კანდიდატი და ევროტურნირებში ჩვენი კლუბის მაისურით ბევრი დასამახსოვრებელი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბსა და მის გულშემატკივარს თანადგომას უცხადებს...

 

გიორგი ამ რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა და გვთხოვა, ჩვენი საიტის მეშვეობით გაგვეჟღერებინა მის მიერ მშობლიური კლუბისა და მისი ქომაგის მხარდაჭერის ამბავი. გარდა ამისა, დღესდღეობით თბილისის საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" რიგებში მოასპარეზე გიორგი ხიდეშელმა მარგველებს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მალე დაბრუნება უსურვა ...

 

 

გამოყენებულია ლვოვის "კარპატის" ოფიციალური საიტის ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016