14.04.2016
ვახტანგ ჭანტურიშვილი "ზესტაფონის" ამბებს ეხმაურება
ბედნიერი ვარ, რომ მომიწია თამაში ისეთ გუნდში, როგორიც "ზესტაფონია" ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთ "ლელოს" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ თბილისის "დინამოს" წევრ ვახტანგ ჭანტურიშვილთან, რომელშიც ახალგაზრდა ნახევარმცველი, სხვა საინტერესო თემასთან ერთად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" გატარებულ პერიოდზე, ჩვენი კლუბის გარშემო შექმნილი სიტუაციისადმი და ზოგადად ზემოიმერული გუნდისა და მისი ქომაგისადმი თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს ...
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ზემოთნახსენები პუბლიკაციიდან, სადაც ვახტანგ ჭანტურიშვილი სწორედ "ზესტაფონის" შესახებ საუბრობს:
"... რაც შეეხება მარგველთა რიგებში ჩემს დებიუტს, გია ჭიაბრიშვილი მენდო სრულიად ახალგაზრდას და სუპერთასის მატჩში დამაყენა. გოლი გავიტანე იმ თამაშში და უზომოდ ბედნიერი ვიყავი...
მერე "ზესტაფონში" მწვრთნელთა ცვლა დაიწყო. მოვიდა რატკო დოსტანიჩი და მისგანაც დიდი ნდობა მქონდა. უკვე ძირითადის მოთამაშე ვიყავი. მერე გია გეგუჩაძეს გადამყარა საფეხბურთო განგებამ და ამისთვის მას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი...
სხვათა შორის, დღემდე ვინარჩუნებ თბილ, უშუალო ურთიერთობას "ზესტაფონის" ქომაგებთან...
ბედნიერი ვარ, რომ მომიწია თამაში ისეთ გუნდში, როგორიც "ზესტაფონია". დღეს ყველამ ვიცით, რა ვითარებაა ამ კლუბის გარშემო და გულით მინდა, რომ "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდეს... "
იბეჭდება მცირე ცვლილებებით... |