მიმდინარე წლის 30 მარტს ტელეკომპანია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გავიდა ჟურნალისტ გეგი კიკაბიძის საავტორო სპორტული გადაცემა "ჩვენი თამაში", რომელსაც საქართველოს ოცდაერთწლამდელთა ნაკრები გუნდის წევრები ჯიმი ტაბიძე და დაჩი ცნობილაძე ესტუმრნენ.
პირდაპირ ეთერში შედგა გულახდილი საუბარი ახალგაზრდული ნაკრების მიერ ამ ბოლო რამდენიმე დღეში გამართული მოსამზადებელი ეტაპისა და სანმარინოელ და უკრაინელ თანატოლებთან გამართული მატჩების შესახებ.
ჩვენ კი გუშინწინდელი გადაცემის იმ მონაკვეთს გთავაზობთ, სადაც ჯიმი ტაბიძე, დაჩი ცნობილაძე და გეგი კიკაბიძე ზესტაფონში უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართული მატჩის, ზესტაფონელი გულშემატკივრის მხრიდან ახალგაზრდული ნაკრების მხარდაჭერასა და ამ მატჩისათვის სტადიონის მზაობის შესახებ საუბრობენ ...