Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.03.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"დავით აბაშიძე" საერთაშორისო მატჩის მოლოდინში

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 28 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩში უკრაინის 21-წლამდე გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია „რიონი“ გადასცემს. 


27 მარტს, 17:00 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უკრაინის ნაკრები ივარჯიშებს, 18:00 საათზე კი მოედანზე ქართველი ოცდაერთწლამდელები გავლენ.

 

17:30 საათზე, ზესტაფონის სტადიონის კონფერენცდარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენციას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი გია გეგუჩაძე ჩაატარებს. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაიცემა მატჩზე დასასწრები აკრედიტაციები.

 

თბილისიდან ზესტაფონში ჟურნალისტთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ სფფ-ს პრესსამსახურს.


მომზადებულია სფფ-ს ოფიციალური ვებგვერდის პუბლიკაციის მიხედვით

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016