24.03.2016
სფფ-ს პრეზიდენტი - "ზესტაფონის" ბაზა იდეალურ მდგომარეობაშია
მიმდინარე წლის 24 მარტს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელშიც ავტორი, სპორტული ჟურნალისტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გამართულ ღია ვარჯიშის შესახებ მოგვითხრობს...
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ქვეყნის მთავარ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. ჩვენ კი ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელშიც ის საუბრობს "ზესტაფონის" ბაზასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, იდეალურ მდგომარეობაშია...
"ძალიან კარგ მდგომარეობაშია სავარჯიშო მოედნები. ამ მიზეზის გარდა, თქვენ იცით, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სან მარინოსთან ოფიციალური მატჩი (ეს მატჩი გუშინ შედგა - რედ) აქვს, 28 მარტს კი უკრაინასთან ამხანაგური შეხვედრა. შესაბამისად, ისინი "ბასაზე" ცხოვრობენ და ვარჯიშობენ...
პრიორიტეტია, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მაქსიმალურად კარგ პირობებში გაიაროს შეკრება. ვცდილობთ, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ვიწყებთ ახალ შესარჩევ ციკლს, ახალი გარემოა და გადავწყვიტეთ, სიახლე შემოგვეტანა...
მინდა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო! მათ მოგვცეს საშუალება, რომ ნაკრები ამ ბაზაზე მომზადებულიყო", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა".
აქვე გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეომასალას, რომელშიც მარგველთა ბაზაზე ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობისა და ფეხბურთელთა და ოფიციალურ პირთა ვარჯიშის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტერების ნახვაა შესაძლებელი.
|