Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.03.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური შეხვედრისთვის მზადება დაიწყო - 29 მარტს ქვეყნის უმთავრესი გუნდი, რომელსაც ამიერიდან სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი მეთაურობს, თბილისის „დინამო არენაზე“ ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული გუნდი ამ მატჩისთვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე მოემზადება.

 

ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 22 მარტს გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი, რომლის განკარგულებაში ამ ეტაპზე 20 ფეხბურთელია, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე 28 მარტის ჩათვლით მოემზადება.

 

საინტერესოა, რომ დღეს დილით გამართულ ნაკრების ღია ვარჯიშს მედიის წარმომადგენლები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ...

 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 21 მარტს ჩვენს ბაზაზე ივარჯიშეს სან მარინოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებმა, რომლებიც დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

 

ბოლოს კი გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც ზესტაფონელთა ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი და დღევანდელი ვარჯიშების მიმდინარეობაა ასახული.

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ვიდეო- და ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016